ავტორიზაცია

"ეს დიდი სიხარულია", - ბუსკეტსმა ბარსელონაში დანი ალვეშის დაბრუნება შეაფასა

"ეს დიდი სიხარულია", - ბუსკეტსმა ბარსელონაში დანი ალვეშის დაბრუნება შეაფასა
თარიღი 14 ნოე 2021, 17:18

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, კატალონიურ გუნდში დანი ალვეშის დაბრუნებაზე ისაუბრა.

„ეს დიდი სიხარულია. ვიცით, როგორი ფეხბურთელია დანი, როგორი პროფესიონალია და მისი მიღწევები როგორც კლუბებში ისე ნაკრებში, კარგად მოგვეხსენება.

ის გასახდელში ბევრს მოგვიტანს თავისი ხასიათის, გამარჯვებულის მენტალიტეტის და ლიდერული თვისებების ხარჯზე. 

იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოუთმენლად ველი გასახდელში მასთან ერთად მოხვედრას.“ - განაცხადა ნაკრებში მყოფმა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის ბრაზილიელი ვეტერანი „კამპ ნოუზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.