ავტორიზაცია

"ძალიან მინდა ახალ სტადიონზეც ვითამაშო რამდენიმე წელი", - კროოსმა ბერნაბეუს საუკეთესო უწოდა

"ძალიან მინდა ახალ სტადიონზეც ვითამაშო რამდენიმე წელი", - კროოსმა ბერნაბეუს საუკეთესო უწოდა
თარიღი 14 ნოე 2021, 17:37

„რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ისაუბრა, რომელზეც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს დღესვე არის მსოფლიოს საუკეთესო სტადიონი და ასე იქნება შემდგომშიც. შეგიძლიათ სურათები ნახოთ, როგორი გახდება ის, როცა რეკონსტრუქცია დასრულდება.

ძალიან შთამბეჭდავია. მართლა მინდა იქ ვითამაშო და იმედია, ახალ სტადიონზეც შევძლებ რამდენიმე წლის გატარებას.“ - აღნიშნა გერმანელმა შუახაზელმა.

კროოსს „რეალთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი თქმით, მისი ამოწურვის შემდეგ ის დაფიქრდება, ღირს თუ არა კარიერის გაგრძელება და „რეალთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება, ან იქნებ ბუცების ლურსმანზე დაკიდება სჯობს.

გერმანელის თქმით, ის სხვა გუნდში კარიერის გაგრძელებას არ განიხილავს.