ბარსელონასა და სიტის შორის სტერლინგის თაობაზე შეთანხმება შედგა - ესპანური პრესა
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" შორის რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერის თაობაზე წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა. დეტალები ასეთია:
ინგლისელი შემტევი კატალონიაში განათხოვრების წესით გადავა, "ქალაქელები" კი თავის მხრივ გააქტიურებენ კლაუსულას, ანუ გამოსასყიდ თანხას, 50 მილიონი ევროს ოდენობით.
ერთი სიტყვით, "ბლაუგრანას" "ლურჯების" ვინგერის სანაცვლოდ სწორედ აღნიშნული თანხის გადახდა მოუწევს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "სიტის" 7-იანის ტრანსფერი იანვარში შედგება.
შეგახსენებთ, 26-წლის გარემარბის წასვლა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მან მანჩესტერულ გუნდში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. წელს სტერლინგის ანგარიშზე სულ რაღაც 700 ჩატარებული წუთია.