"წარმოუდგენელია, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა აზარი რეალში", - ყოფილი ბელგიელი ფეხბურთელი
ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მარკ დეგრისმა მწვავედ გააკრიტიკა თავისი თანამემამულე და მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი, ედენ აზარი.
"ჩემთვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელია, თუ როგორ გამოცხადდა აზარი თავის პირველ ვარჯიშზე რეალში ზედმეტი წონით. ის ხომ ნორმალურზე შვიდი კილოგრამით მეტს იწონიდა.
ციფრებს პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა, ედენი უბრალოდ საშინლად უპასუხისმგებლოდ მოიქცა. რთულია ამის შემდეგ იყო სასარგებლო მადრიდის დონის გუნდისთვის.
მართალია, მან ზედმეტი წონა დააგდო, თუმცა ბელგიის ნაკრების ლიდერი თავისი კლუბის ყველაზე ტრავმატულ ფეხბურთელად იქცა. სამწუხაროა, ის, რაც მის გარშემო ხდება", - განაცხადა ბელგიელმა.