ავტორიზაცია

საკვალიფიკაციო ეტაპი ოფიციალურად დასრულდა - საქართველოს ნაკრების შესარჩევის შეჯამება

საკვალიფიკაციო ეტაპი ოფიციალურად დასრულდა - საქართველოს ნაკრების შესარჩევის შეჯამება
თარიღი 15 Nov 2021, 02:17

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი B ჯგუფისთვის ოფიციალურად დასრულდა.

ზოგი პირდაპირ მუნდიალზე გავიდა, ზოგს პლეი-ოფში მოუწევს ჭიდილი, საქართველოს ნაკრებმა კი, როგორც მეტოქეების სიძლიერიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, მორიგ მსოფლიო ჩემპიონაატზე ვერ მოახერხა გასვლა.

შევაჯამოთ B ჯგუფი როგორც საქართველოსთვის, ისე ზოგადადაც.

ვინ გახდა ჯგუფის გამარჯვებული?

მიუხედავად გზად შეხვედრილი სირთულეებისა და იმის, რომ ჯგუფს დიდი დროის მანძილზე შვედეთი ლიდერობდა, პირველი ადგილი და მუნდიალის საგზური ესპანეთის ნაკრებმა დაიბევა, შვედეთს კი პლეიოფში მოუწევს საქმეების მოგვარება.

რომელ ადგილზე დაასრულა ჯგუფი სააქართველომ?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშში 7 ქულა მოიპოვა - 2 მოგება, 1 ფრე და 5 მარცხი. საინტერესოა, რომ ორივე მოგება გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში მოიპოვა - ჯერ კოსოვოსთან (2:1), შემდეგ კი შვედეთთან (2:0).

ჯგუფში ბოლო ადგილი კოსოვოს ნაკრებმა დაიკავა 5 ქულით, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი 1 მოგებით, 2 ფრით და 5 მარცხით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის 8 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 12 საკუთარ კარში მიიღო. ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც ნაკრების მიერ გატანილი 6 გოლიდან 4 თავად გაიტანა - 1 ესპანეთთან, 1 საბერძნეთთან და 2 შვედეთთან. თითო-თითო გოლის გატანა კი თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეძლეს.