ავტორიზაცია

"ფეხბურთის ისტორიაში 5-6 უძლიერეს მწვრთნელს შორისაა", - დე როსიმ მოურინიო შეაქო

"ფეხბურთის ისტორიაში 5-6 უძლიერეს მწვრთნელს შორისაა", - დე როსიმ მოურინიო შეაქო
თარიღი 15 ნოე 2021, 15:22

"რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე დე როსი რომაელთა მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

"სეზონის ბოლოს "რომასთვის" ყველაფერი კარგად უნდა იყოს, თუ ამ მწვრთნელს, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერესს, მოწყენის საშუალებას არ მისცემენ".

"იგი ისტორიაში 5-6 უძლიერეს მწვრთნელს შორისაა, მოდით ვეცადოთ, რომ არ მოიწყინოს".

"რომა" ჩემს გულშია, ზოგჯერ უმჯობესია კლუბს გარედან მიადევნო თვალყური, მოურინიოს ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი. არა მგონია, გუნდს მცირე კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას", - ციტირებს დე როსის სიტყვებს Corriere dello Sport.

შეგახსენებთ, 58 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რომაულ კლუბში 2021 წლის 1 ივლისს დაინიშნა და მისი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.