ავტორიზაცია

მანჩესტერი სოლსკიაერის შემცვლელად პოჩეტინოს განიხილავს — რა პოზიცია უკავია თავად პსჟ-ს მწვრთნელს?

მანჩესტერი სოლსკიაერის შემცვლელად პოჩეტინოს განიხილავს — რა პოზიცია უკავია თავად პსჟ-ს მწვრთნელს?
თარიღი 15 ნოე 2021, 16:13

მაურისიო პოჩეტინო "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შემთხვევაში ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph იტყობინება, 49 წლის არგენტინელი სპეციალისტი მზად არის პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი განიხილოს, მოქმედი კონტრაქტის ვადა მას პარიზელებთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, პოჩეტინოს კანდიდატურა "მანჩესტერ იუნაიტედმა" განიხილოს, თუ ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაშვებას გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, "პსჟ"-ს ჩაბარებამდე მაურისიო 2014 წლიდან 2019 წლამდე "ტოტენჰემს" ედგა სათავეში და "დეზებთან" ერთად 2018/19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულთან" დამარცხდა.