ავტორიზაცია

"ვფიქრობ, სიტუაცია გარკვეულწილად გაზვიადებულია", - ბუსკეტსმა მისდამი კრიტიკას უპასუხა

"ვფიქრობ, სიტუაცია გარკვეულწილად გაზვიადებულია", - ბუსკეტსმა მისდამი კრიტიკას უპასუხა
თარიღი 15 ნოე 2021, 16:36

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა მისდამი კრიტიკას უპასუხა იმის თაობაზე, რომ ეროვნულ გუნდში უფრო უკეთესად თამაშობს, ვიდრე კლუბში.

"ორივე გუნდში ერთნაირად ვთამაშობ. ვფიქრობ, სიტუაცია გარკვეულწილად გაზვიადებულია. იქ ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, ერთი გუნდის ფორმაზე მეორის ფონზე".

"ვგრძნობ, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. ვცდილობ, ყოველდღე მაქსიმალური ინტენსივობით ვიმუშაო და რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღო".

"თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, ესპანეთის რიგებში კიდევ ბევრ მატჩს ჩავატარებ, მაგრამ ვნახოთ. მიუხედავად ამისა, ამ გუნდში ბედნიერი ვარ. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა - გამარჯვება", - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Marca.