ავტორიზაცია

ბუსკეტსი: "ლუის ენრიკე ერთ-ერთი საუკეთესოა, მისნაირი სპეციალისტები უმეტესწილად კლუბებში მუშაობენ"

ბუსკეტსი: "ლუის ენრიკე ერთ-ერთი საუკეთესოა, მისნაირი სპეციალისტები უმეტესწილად კლუბებში მუშაობენ"
თარიღი 15 ნოე 2021, 17:13

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სერხი ბუსკეტსმა "ფურია როხას" მთავარი მწვრთნელის, ლუის  ენრიკეს შესახებ ისაუბრა.

"ტოპ-მწვრთნელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ასეთი მწვრთნელის ყოლა ფუფუნებაა, რადგან ასეთი სპეციალისტები უმეტესწილად კლუბებში მუშაობენ", - ციტირებს 33 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში 2018-19 წლებში მუშაობდა და ეროვნულ გუნდში მცირე პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ 51 წლის სპეციალისტს საკლუბო დონეზე ვიგოს "სელტა", "რომა" და კატალონიის "ბარსელონა" გაუწვრთნია.