ავტორიზაცია

აბრაჰამი იმის შესახებ, თუ რა ასწავლა მოურინიომ რომაში: "უბრალოდ ვიყო მონსტრი"

აბრაჰამი იმის შესახებ, თუ რა ასწავლა მოურინიომ რომაში: "უბრალოდ ვიყო მონსტრი"
თარიღი 15 ნოე 2021, 17:40

"რომას" თავდამსხმელმა, ტემი აბრაჰამმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ასწავლა რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ.

"უბრალოდ ვიყო მონსტრი, ნამდვილად. თქვა, რომ ზედმეტად კარგი ფეხბურთელი ვიყავი. მაგრამ აგრესიის გამოვლენაა საჭირო, როცა ბერდები, როგორც ფორვარდი".

"საქმე არა მხოლოდ მოედანზე კარგად თამაშშია. ხასიათია საჭირო მცველების შესაშინებლად. ამას ვსწავლობ და უკეთესი ვხდები", - ციტირებს აბრაჰამის სიტყვებს The Telegraph.

შეგახსენებთ, 24 წლის ინგლისელი თავდამსხმელი "რომას" გასულ ზაფხულს "ჩელსიდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში აბრაჰამმა ყველა ტურნირზე ერთად რომაელთა მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.