ავტორიზაცია

"აიაქსში ბედნიერი ვარ", - ტენ ჰაგმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი ნიუკასლის ზღაპრულ წინადადებაზე

"აიაქსში ბედნიერი ვარ", - ტენ ჰაგმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი ნიუკასლის ზღაპრულ წინადადებაზე
თარიღი 15 ნოე 2021, 17:44

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა იმის შესახებ გააკეთა განცხადება, თუ რატომ თქვა უარი "ნიუკასლის" ჩაბარებაზე.

"იმიტომ, რომ აქ ბედნიერი ვარ, "აიაქსში". ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს".

– რა გსურთ მომავალში?

"აწმყოთი ვცხოვრობ, ამიტომაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მიჭირს", - განუცხადა 51 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ESPN-ს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ნიუკასლი" მზად იყო ტენ ჰაგისთვის წლიური ხელფასის სახით 11 მილიონ ფუნტზე მეტი ეხადა. საბოლოოდ, მოგეხსენებათ, "კაჭკაჭებს" სათავეში ედი ჰაუ ჩაუდგა.