ავტორიზაცია

არც ტუხელს სჭირდება და არც სიმეონეს — ახალი ცნობები საულის ჩელსიში არენდის შესახებ

არც ტუხელს სჭირდება და არც სიმეონეს — ახალი ცნობები საულის ჩელსიში არენდის შესახებ
თარიღი 15 ნოე 2021, 18:33

ცნობილი გახდა "ატლეტიკოდან" "ჩელსიში" ნახევარმცველ საულ ნიგესის იჯარით გადასვლის გარემოებები.

როგორც ესპანური გამოცემა Cadena SER იტყობინება, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი 26 წლის ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებული არ ყოფილა, ეს ტრანსფერი კლუბის მენეჯერების გეგმებში არ შედიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება ჯონათან ბარნეტის გავლენიანი სააგენტოს სასარგებლოდ გაკეთდა, რომელიც თავად ფეხბურთელის მოთხოვნით ახალი გუნდის მოძებნას ცდილობდა.

ამასთანავე, "არისტოკრატები" საულის კონტრაქტის შესყიდვას არ აპირებენ, რის შესახებაც "როხიბლანკოში" იციან.

ესპანელი შუახაზელი არც მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს სჭირდება, უფრო მეტიც, კლუბს სახელფასო ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა.

მიმდინარე სეზონში საულმა ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.