ავტორიზაცია

ბრძოლა კესიესთვის — მილანთან შეთანხმება ვერ ხერხდება, ვითარებას რეალი და პსჟ აკვირდებიან

ბრძოლა კესიესთვის — მილანთან შეთანხმება ვერ ხერხდება, ვითარებას რეალი და პსჟ აკვირდებიან
თარიღი 15 ნოე 2021, 18:39

"მილანის" ნახევარმცველმა, ფრანკ კესიემ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

კოტდ'ივუარის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს "როსონერისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პრობლემებია.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა AS იტყობინება, ახალი ხელშეკრულების გაფორმება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან 24 წლის ნახევარმცველი მაღალ ხელფასს ითხოვს, სიტუაციას კი ყურადღებით აკვირდება "რეალი".

თუმცა, გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ მადრიდულ გრანდს კესიესთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი ჰყავს - "პარი სენ ჟერმენი".

"მილანის" ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.