კონტრაქტის ახალი დეტალები — დანი ალვეშს ბარსელონაში ყველაზე დაბალი ხელფასი ექნება
ბრაზილიელი მცველი, დანი ალვეში კატალონიის "ბარსელონაში" დაბრუნებისთვის პატარა ხელფასს დათანხმდა.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, 38 წლის ფეხბურთელის ფიქსირებული ანაზღაურება გუნდში ყველაზე დაბალი იქნება.
ამავდროულად, ბრაზილიელის კონტრაქტში გათვალისწინებულია ბონუს ნაწილიც, რაც მიღწევებსა და მოგებულ ტიტულებზეა დამოკიდებული.
ალვეშს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გათვლილი ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება უნდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ნახევარწლიან ხელშეკრულებას დათანხმდა.
შეგახსენებთ, დანი "ბარსელონას" ღირსებას 2008 წლიდან 2016 წლამდე იცავდა. "ბლაუგრანასთან" ერთად მან ჩემპიონთა ლიგა (3-ჯერ), ლა ლიგა (5-ჯერ), ესპანეთის თასი და სუპერთასი (4-4-ჯერ) მოიგო.