ავტორიზაცია

მანჩესტერის ზოგიერთი ფეხბურთელი სოლსკიაერით იმედგაცრუებულია — რას ჰპირდებოდა მწვრთნელი მათ?

მანჩესტერის ზოგიერთი ფეხბურთელი სოლსკიაერით იმედგაცრუებულია — რას ჰპირდებოდა მწვრთნელი მათ?
თარიღი 15 ნოე 2021, 19:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელთა ნაწილი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა, იტყობინება გავლენიანი გამოცემა ESPN.

ფეხბურთელებთან საზაფხულო შეხვედრებზე ნორვეგიელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ გასულ სეზონში ზოგიერთ მოთამაშეს ზედმეტად ხშირად ათამაშებდა.

როგორც აღინიშნება, სოლსკიაერი გუნდის ნაწილს, მათ შორის, დონი ვან დე ბეკს, ჯესი ლინგარდს, დინ ჰენდერსონს, ერიკ ბაილის, დიოგუ დაოტს, ხუან მატასა და ალექს ტელეშს დაჰპირდა, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემდა.

ამ დაპირებების გამო, ზაფხულში "ეშმაკუნების" რამდენიმე მოთამაშემ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ახლა ფეხბურთელები გრძნობენ, რომ შეცდომაში შეიყვანეს. მათი აზრით, სოლსკიაერი დაპირებას არ ასრულებს.

შეგახსენებთ, 48 წლის ნორვეგიელი სპეციალისტი "მანჩესტერ იუნაიტედს" სათავეში 2019 წლის მარტიდან უდგას და მისი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.