ავტორიზაცია

წლის ბოლო მატჩი გამარჯვებით დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთი დაამარცხა

წლის ბოლო მატჩი გამარჯვებით დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთი დაამარცხა
თარიღი 15 Nov 2021, 19:59

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ბოლო შეხვედრაში მიიღო უზბეკეთი, რომელიც დაამარცხა მინიმალური ანგარიშით, 1:0. "ჯვაროსნების" მხრიდან გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა ჩვენი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა სადებიუტო გოლი. აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო 10 წუთი ჩაატარა 10 მოთამაშით, ისევე როგორც უზბეკეთმა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან გაძევებული იქნა ირაკლი აზაროვი, რომელიც წითელი ბარათის მიღებამდე ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა. ქართველი მარცხენა მცველის მოედნიდან გასვლის შემდეგ, მისი ფლანგი გურამ გიორბელიძემ დაიკავა.

მოგვიანებით მოედანზე გამოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი ქართველმა შემტევმა ზედა ძელსაც კი გაარტყა.