ავტორიზაცია

VIDEO: არადა რა ახლოს იყო - გავიხსენოთ ჟორჟინიოს პენალტი, რომელსაც იტალიისთვის მუნდიალის საგზურის მოტანა შეეძლო

თარიღი 16 ნოე 2021, 01:56

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურში, იტალიას შვეიცარიის დამარცხების შემთხვევაში, მუნდიალზე საგზურის ოფიციალურად განაღდება შეეძლო.

თუმცა, ფრედ დასრულებული მატჩის 90-ე წუთზე, იტალიის ნაკრების სასარგებლოდ დანიშნული პენალტი ჟორჟინიომ ტრიბუნებზე გაუშვა. 

იტალიამ ვერც შემდეგი მატჩი მოიგო და ამის გამო, ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ გუნდს მსოფლიოზე გასვლა პლეი-ოფიდან მოუწევს.