ავტორიზაცია

[PHOTO] რა მდგომარეობაში დატოვეს უზბეკებმა გასახდელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ?

[PHOTO] რა მდგომარეობაში დატოვეს უზბეკებმა გასახდელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ?
თარიღი 16 ნოე 2021, 11:39

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი უზბეკეთთან მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩის კვალობაზე შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მსაჯმა ორჯერ აჩვენა წითელი ბარათი, უზბეკებმა გასახდელი თამაშის შემდეგ მოაწესრიგეს და წარწერაც დაგვიტოვეს.

საქართველოს და უზბეკეთის ნაკრები მეორედ შეხვდა ისტორიაში ერთმანეთს. პირველად ფრედ, 2-2 ვითამაშეთ, ხოლო მეორე შემთხვევაში მოვიგეთ.

ვილი სანიოლის გუნდიდან ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის პასით დავით ვოლკოვმა გაიტანა.