ავტორიზაცია

"რუნის ოჯახი დამირეკავდა", - საუთგეიტმა იხუმრა, თუ რატომ შეცვალა კეინი სან მარინოსთან მატჩში

"რუნის ოჯახი დამირეკავდა", - საუთგეიტმა იხუმრა, თუ რატომ შეცვალა კეინი სან მარინოსთან მატჩში
თარიღი 16 ნოე 2021, 12:18

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუთგეიტმა, სან მარინოსთან 10:0 მოგებულ შეხვედრაში, ჰარი კეინის ღვაწლზე ისაუბრა.

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა, საიდანაც ორი გოლი - პენალტით შეაგდო.

„კეინი რომ მოედანზე დამეტოვებინა, უეინ რუნის ოჯახი დამირეკავდა და მთხოვდა, რომ გამეყვანა. კეინი - ფენომენალური ბომბარდირია და აშკარაა, რომ ბევრი შანსი არ ჰქონია იმ მატჩებში, რომლებშიც ბევრი გოლი გადიოდა.

გვინდოდა, ეს შანსი მისთვის დღეს მიგვეცა და მან ის კარგად გამოიყენა.“ - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი ამჟამად ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 53 გოლით, კეინის ანგარიშზე კი 48 გოლია.