ავტორიზაცია

სტერლინგი ლა ლიგაში? — მანჩესტერ სიტიმ თავისი პირობები წამოაყენა, ჯერი ბარსელონაზეა

სტერლინგი ლა ლიგაში? — მანჩესტერ სიტიმ თავისი პირობები წამოაყენა, ჯერი ბარსელონაზეა
თარიღი 16 ნოე 2021, 18:23

"ბარსელონა" ზამთრისთვის "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, რაჰიმ სტერლინგის იჯარით დამატებაზე კვლავ ფიქრობს.

მოგეხსენებათ, 26 წლის ინგლისელი "ქალაქელთა" რიგებში წლიურად დაახლოებით 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მანჩესტერელები მზად არიან არენდის მანძილზე რაჰიმს ანაზღაურების ნახევარი გადაუხადონ, რადგან სეზონის პირველ ნაწილს პრემიერ ლიგაში გაატარებს. ასე და ამგვარად, "ბლაუგრანას" სტერლინგისთვის 9 მილიონის გადახდა მოუწევს.

მიუხედავად ამისა, ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ პირობებზე წასვლის შემთხვევაში, "ბარსას" იანვარში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობა აღარ ექნება.

ამიტომაც, როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" სტერლინგს ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას სთხოვენ, თუმცა ბონუსების დახმარებით ანაზღაურებას ჰპირდებიან.

ცნობისთვის, "სიტის" თავდამსხმელს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 90 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში სტერლინგმა პეპ გვარდიოლას გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

სტერლინგის ალტერნატივები შერჩეულია — ბარსას შორტ-ლისტში ჩელსის ერთბაშად 3 ფეხბურთელია