ავტორიზაცია

კომპანიმ დაასახელა 4 საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც სიტიში უთამაშია

კომპანიმ დაასახელა 4 საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისთან ერთადაც სიტიში უთამაშია
თარიღი 16 ნოე 2021, 19:49

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელები მათ შორის, ვისთან ერთადაც ინგლისური კლუბის რიგებში უთამაშია.

"ერთის ნაცვლად ოთხის დასახელება მომიწევს. სიაში აუცილებლად შევიყვან დავიდ სილვას. მატჩების დროს არასოდეს იძაბებოდა - უბრალოდ ისე აკეთებდა, რომ საშუალო დონის მცველი ჩანდი. მუდმივად შენს შეცდომას ელოდა. მარცხნივ გადადგამ ნაბიჯს - მარჯვნივ მიდის, მარჯვნივ გადადგამ ნაბიჯს - მარცხნივ მიდის. ამავე დროს, არანაირი ძალისხმევა. და მას ბევრი თავისუფალი სივრცე არ სჭირდებოდა".

"აგრეთვე, იაია ტურეს დავასახელებ. უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. მიყვარს, მაგრამ შეეძლო დედამიწაზე ყველაფრისთვის მიეღწია. შეეძლო დაცვის ცენტრში ეთამაშა და მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი გამხდარიყო. ყველაფერი იცოდა: ორივე ფეხს ფლობდა, დახვეწილ პასებს აკეთებდა, ორთაბრძოლებს იგებდა, მოედნის ცენტრიდან წინ იჭრებოდა, შეტევის დასრულება შეეძლო".

"ამ სიაში კევინ დე ბრუინი და კუნ აგუეროც უნდა შევიყვანო", - ციტირებს ბელგიელი ვეტერანის სიტყვებს Manchester Evening News.

შეგახსენებთ, კომპანი, რომელმაც კარიერა 2020 წლის ზაფხულში დაასრულა, "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2008 წლიდან 2019 წლამდე იცავდა.