ვიეირა: "ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ პრემიერ ლიგაში ძალიან ცოტა შავკანიანი მწვრთნელი მუშაობს"
"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი, პატრიკ ვიეირა მიჩნევს, რომ პრემიერ ლიგაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ძალიან ცოტა სპეციალისტი მუშაობს.
"რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობთ, განვიხილავთ და ეს ძალიან მაწუხებს. ჩვენ, შავკანიანი მწვრთნელები, ამ თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ვერ ვხვდებით, რატომ ხდება ასე".
"გამოცდილებაზე, ფეხბურთის სიყვარულზე, სამუშაო ეთიკაზე, თამაშის გაგებაზე, ფეხბურთისადმი ლტოლვის შესახებ ვლაპარაკობთ. ამაში სხვა ადამიანებისგან არაფრით განვსხვავდებით".
"გამიმართლა, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბევრმა მთავარმა მწვრთნელმა გამიღო თავისი კლუბის კარი და იქ ერთი კვირის გატარების საშუალება მომცა".
"ახლა ჩემი ჯერია. გამიმართლა, ძალიან კარგ კლუბში მოვხვდი და თუ ვინმეს მხარდაჭერა შემიძლია, ამას გავაკეთებ", - ციტირებს ვიეირას სიტყვებს London World.