ავტორიზაცია

კომპანი სუარესზე: "ეცემა, სიმულიანტობს და უმალვე შენს ზურგს უკან აჩქარებას იწყებს, სხვებს არ ჰგავს"

კომპანი სუარესზე: "ეცემა, სიმულიანტობს და უმალვე შენს ზურგს უკან აჩქარებას იწყებს, სხვებს არ ჰგავს"
თარიღი 16 ნოე 2021, 20:21

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა, ვენსან კომპანიმ ამჟამად "ატლეტიკოს" ფორვარდ ლუის სუარესის წინააღმდეგ თამაში გაიხსენა, რომელსაც აქამდე "ლივერპულისა" და "ბარსელონას" ღირსება დაუცვია.

"მისი ქმედებები არ ჰგავს იმას, რასაც სხვები აკეთებენ. მინდორზე ეცემა, სიმულიანტობს და როცა არბიტრებთან საკამათოდ მიიჩქარი, ის შენს ზურგს უკან აჩქარებას იწყებს".

"ყველამ იცის, რომ ნებისმიერი ხერხით ცდილობს ბურთის მიღებას. თუ ბურთი შენს უკანაა, შემობრუნდები და მარცხნივ იყურები, ლუისი მარჯვენა მხარეს ხტება, თუ მარჯვნივ იყურები - მარცხენა მხარეს ხტება. შემოტრიალებას ცდილობ, ის უკვე სხვა მხარესაა".

"მის წინააღმდეგ ჩემი როგორც საუკეთესო, ისევე ყველაზე ცუდი მატჩები ჩამიტარებია. იმაზე ფიქრი, თუ რას მოიფიქრებდა, ზუსტად ჩემს სტილში ჯდებოდა და ზოგჯერ ყველაფერი შესანიშნავად გამომდიოდა. მაგრამ თუ საუკეთესო დღე არ გაქვს, შარში ხარ", - ციტირებს კომპანის სიტყვებს Manchester Evening News.

შეგახსენებთ, ბელგიელი ვეტერანი, რომელმაც კარიერა 2020 წლის ზაფხულში დაასრულა, "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 2008 წლიდან 2019 წლამდე იცავდა.