ავტორიზაცია

გაათავისუფლებენ თუ არა სანტუშს პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

გაათავისუფლებენ თუ არა სანტუშს პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?
თარიღი 16 ნოე 2021, 21:03

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდუ სანტუშის გათავისუფლებას არ აპირებს, წერენ ადგილობრივ მედიაში.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სერბეთთან (1:2) დამარცხდნენ და პირდაპირ ტურნირის ფინალურ ნაწილში გასვლის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია 67 წლის სპეციალისტს მაინც ენდობა. სწორედ ის მოამზადებს გუნდს მომავალი წლის მარტში ჩასატარებელი საფლეიოფო მატჩებისთვის.

ცნობისთვის, სანტუში პორტუგალიის ნაკრებს 2014 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2019 წელს უეფას ერთა ლიგა მოიგო.