ავტორიზაცია

ლამპარდმა პრემიერ ლიგაში მისთვის შესაფერისი კლუბი შეარჩია, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა

ლამპარდმა პრემიერ ლიგაში მისთვის შესაფერისი კლუბი შეარჩია, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 16 Nov 2021, 21:16

"ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბის გაწვრთნას გეგმავს, წერს გავლენიანი გამოცემა Eurosport-ი.

43 წლის სპეციალისტს ახალი გუნდის მოძებნა ამ სეზონის დასრულების შემდეგ სურს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა დროს მისდამი ინტერესი "ნორვიჩმა", "კრისტალ პალასმა" და "ნიუკასლმა" გამოიჩინეს.

ინგლისელი იმ კლუბისგან ელოდება წინადადებას, სადაც მუშაობაც, მისი აზრით, მისთვის ყველაზე შესაფერისი იქნება.

ასე და ამგვარად, ლამპარდი "ლესტერში" დანიშვნითაა დაინტერესებული, იმ შემთხვევისთვის, თუ გუნდს ბრენდან როჯერსი დატოვებს.

თავის მხრივ, ჩრდილოირლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სახელდება, სადაც ოლე-გუნარ სოლსკიაერის დღეები პრაქტიკულად დათვლილია.

შეგახსენებთ, ლამპარდი ამა წლის იანვარში "ჩელსიდან" გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარია.