ავტორიზაცია

"საქართველომ 21 ფეხბურთელი მოაგროვა საერთოდ?", - ინგლისელი გულშემატკივრების სამარცხვინო კომენტარები საქართველოსთან წაგების შემდეგ

"საქართველომ 21 ფეხბურთელი მოაგროვა საერთოდ?", - ინგლისელი გულშემატკივრების სამარცხვინო კომენტარები საქართველოსთან წაგების შემდეგ
თარიღი 16 Nov 2021, 21:40

როგორც იცით, დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში თანატოლი ინგლისელები 3:2 დაამარცხა.

ამ ფაქტს ძალიან უხეშად გამოეხმაურნენ ინგლისელი გულშემატკივრები. 

„საქართველოსთან წაგება ნებისმიერ ასაკობრივ დონეზე არის სირცხვილი. ვერ ვხვდები, ჩვენ ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, პრემიერ ლიგის მოთამაშეები. სირცხვილია.“

„საშინელი შედეგია, როგორ ვაგებთ ასეთ პატარა ქვეყნებთან? მათ 21 ფეხბურთელის მოგროვება საერთოდ მოახერხეს?“

„საქართველოს ჰყავს იმდენი ფეხბურთელი რომ 21-წლამდელთა გუნდიც ააწყოს? მომავალი კარგი ჩანს? არა!

„ბოდიში, მაგრამ რაა?“

„ეს კატასტროფაა.“

„ვისთან წავაგეთ?!“

„ლოოოოლ, როგორ შეძლეს საქართველოსთან წაგება“

„როგორ არის უბრალოდ შესაძლებელი საქართველოსთან წაგება?“

ამ და ამდაგვარ კომენტარებს შეხვდებით ინგლისის ნაკრების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ:

 პოსტის ლინკი