ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის ბოსები პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს კარგავენ

მანჩესტერ იუნაიტედის ბოსები პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს კარგავენ
თარიღი 16 Nov 2021, 22:32

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, რომელსაც კონტრაქტის ვადა ეწურება, ზაფხულში შესაძლოა კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს.

როგორც ავტორიტეტული ESPN იტყობინება, "ეშმაკუნების" ბოსები ფრანგ სუპერვარსკვლავთან ხელშეკრულების გახანგრძლივების იმედს კარგავენ.

მიუხედავად ამისა, პოგბას წარმომადგენლები (მაგალითად, მისი აგენტი მინო რაიოლა) ფეხბურთელის "ემიუში" დარჩენის ვარიანტს არ გამორიცხავენ. პოლის მხარე სიტუაციის განვითარებას მშვიდად ადევნებს თვალყურს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა მანიკუნიანელთა რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი აგდაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, პოგბა ამჟამად ტრავმირებულია, საფრანგეთის ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას მან ბარძაყი დაიზიანა და 2 თვეს იუქმებს.