ავტორიზაცია

"პოგბა ნაკრებში საუკეთესოა, მაგრამ კლუბში ასე ვერ თამაშობს", - შვაინშტაიგერმა მიზეზი ახსნა

"პოგბა ნაკრებში საუკეთესოა, მაგრამ კლუბში ასე ვერ თამაშობს", - შვაინშტაიგერმა მიზეზი ახსნა
თარიღი 16 ნოე 2021, 18:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა "ეშმაკუნების" შუახაზელის, პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა.

"ყოველთვის ჩნდება კითხვა: როგორ ვიმუშაოთ ასეთ ფეხბურთელთან? ჩემი აზრით, პოგბა საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელია. იქ ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაშობს".

"მაგრამ "ემიუშიც" ასე ასპარეზობს? ასე არ ვფიქრობ. როგორ უნდა ვიხილოთ მისგან ასეთი თამაში კლუბშიც? ვფიქრობ, ფეხბურთელისთვის სწორი თანაგუნდელების შერჩევაა საჭირო".

"როცა შესაფერისი პარტნიორები გყავს, გენიოსები, ვარსკვლავები, მათ უბრალოდ კარგი გადაცემები უნდა გაუკეთო, ისინი ფეხბურთით დატკბებიან და გუნდს წარმატებამდე მიიყვანენ".

"აი, რატომ მინდოდა ასე ძალიან პოგბასთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაში - ამ ბიჭებს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ", - განუცხადა ვეტერანმა გერმანელმა BBC-ს.