სიტიმ სტერლინგის ტრანსფერში ბარსას ორი ფეხბურთელის ჩართვა მოსთხოვა, ლაპორტამ უარი თქვა

"მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" თავდამსხმელ რაჰიმ სტერლინგის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
როგორც El Nacional იტყობინება, "ქალაქელებს" ტრანსფერში ფრენკი დე იონგის ჩართვა უნდოდათ, მაგრამ "ბარსამ" ეს ვარიანტი იუარა, რადგან ფიქრობს, რომ ხავი ჰოლანდიელს ახალ დონეზე აიყვანს. ამიტომაც, "სიტის" გასაცვლელად სხვა ფეხბურთელის არჩევა შესთავაზეს.
მანჩესტერულ კლუბში გოლკიპერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე შეაჩერეს არჩევანი. როგორც კლუბში მიაჩნიათ, გერმანელი მეკარე გუნდს იდეალურად გააძლიერებდა, რადგან ფეხით შესანიშნავად თამაშობს და ძლიერი ხასიათი აქვს.
არსებული ცნობით, "სიტი" გუნდის ამჟამინდელ პირველ ნომერ ედერსონში დარწმუნებული არ არის, ამ უკანასკნელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამასთანავე, არასტაბილურობა ახასიათებს.
მანჩესტერელები ფიქრობდნენ, რომ "ბარსა" ტერ შტეგენის გაშვების წინააღმდეგნი არ იქნებოდა, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ უარი განაცხადა. ხავიმაც არ ისურვა მისი "სიტიში" გაშვება.