ოფიციალურად: არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გაინაღდა
არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მონაწილეობა ოფიციალურად გაინაღდა.
ყატარის საგზურის გაფორმებაში „ალბისელესტეს“ ბრაზილიასთან სახლში ნათამაშები ნულოვანი ფრე და პარალელურ მატჩში, ჩილე - ეკვადორის შედეგი (0:2) დაეხმარა.
13 ტურის შემდეგ ლეო მესიმ და კომპანიამ უკვე 29 ქულა დააგროვეს და მინიმუმ მე-4 ადგილი ოფიციალურად გაინაღდეს, რომელიც მუნდიალის საგზურს იძლევა.
სამხრეთამერიკული შესარჩევის ლიდერი ბრაზილიაა, რომელსაც იგივე 13 მატჩის შემდეგ 35 ქულა აქვს. გუნდმა მუნდიალზე ასპარეზობა არგენტინაზე ადრე გაინაღდა, როცა წინა ტურში შინ კოლუმბია 1:0 დაამარცხა.
მესამე ადგილს ამჟამად ეკვადორი იკავებს, რომელიც 14 მატჩის შემდეგ 23 ქულით არის, მეოთხეზე კი კოლუმიბაა 17 ქულით.