მესი: "ტრავმა? კარგად ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვითამაშებდი"
„პსჟ-ს“ და არგენტინის ნაკრების შემტევმა, ლეო მესიმ, ბრაზილიასთან მატჩის ფრედ, 0:0 დასრულებაზე ისაუბრა.
„ძალიან ინტენსიური მატჩი გამოვიდა. ტრავმა? კარგად ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვითამაშებდი, თუმცა თამაშის რითმის აყოლა გამიჭირდა.
თავიდანვე ვიცოდით, რომ გამარჯვება შეგვეძლო, თუმცა არ გამოგვივიდა. მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვართ, არ წავაგეთ და ერთად ზრდას ვაგრძელებთ.“ - ციტირებს მესის სიტყვებს არგენტინის ოფიციალური პრესსამსახური.
მესი აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე 90 წუთი გაატარა. „პსჟ-ში“ მან ბოლო რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
შემდეგ შეხვედრაში ბრაზილია ეკვადორს დაუპირისპირდება, არგენტინა კი - ჩილეს. ორივე შეხვედრა 27 იანვარს შედგება. 2021 წელს სანაკრებო ფეხბურთი დასრულებულია.