ავტორიზაცია

VIDEO: "აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ მისი გვარი!" - ESPN ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

თარიღი 17 Nov 2021, 14:06

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა ESPN-ის ჟურნალისტებმა გაბრიელ მარკოტიმ და ჟულიენ ლოურენსმა შვედეთთან გაფორმებული დუბლის გამო საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შეაქეს.

"საქართველოს ნაკრებიდან შვედეთს 2-ჯერ გაუტანა ძალიან ახალგაზრდა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მხოლოდ 20 წლისაა და საოცარი ტალანტია. მისი გვარი გამოსათქმელად რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ ის," - განაცხადა ჟულიენ ლოურსენმა ESPN-ის სპორტულ პოდკასტში.

შვედეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა 2-0 მოიგო და ყაზანის რუბინის შემტევმა დუბლი გაიფორმა. ჯვაროსნების მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში მის აქტივში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და რუსული გუნდი ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.