ავტორიზაცია

ნოიერს ბაიერნში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს

ნოიერს ბაიერნში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს
თარიღი 17 ნოე 2021, 15:15

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა გუნდის გოლკიპერ მანუელ ნოიერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, იტყობინება Sport1.de.

35 წლის გერმანელს მიუნხენურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მხარეები მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

ნოიერს "რეკორდმაისტერში" ყველაფერი აკმაყოფილებს და გუნდში დარჩენა მინიმუმ 2025 წლამდე უნდა.

სავსებით შესაძლებელია, რომ მხარეები მიმდინარე წლის ბოლომდე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, მანუ "ბაიერნის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 17 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა.