ავტორიზაცია

5-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 6-მილიონიანი ხელფასით — ვლაჰოვიჩი ახალ კლუბს შეუთანხმდა?

5-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 6-მილიონიანი ხელფასით — ვლაჰოვიჩი ახალ კლუბს შეუთანხმდა?
თარიღი 17 ნოე 2021, 15:33

დიდი ალბათობით, "ფიორენტინას" თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი სეზონის დასრულების შემდეგ "იუვენტუსში" გადავა.

21 წლის ფორვარდს ზაფხულში "იებთან" კონტრაქტის ვადა ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, სერბი "ბიანკონერის" წინასწარ შეუთანხმდა, პირობები კი ასეთია: 5-წლიანი კონტრაქტი, სეზონში 6 მილიონ ევროიანი ხელფასით.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "იუვე" ვლაჰოვიჩს ამ ზამთარსვე ვერ იყიდის, რადგან "ფიორენტინა" მასში 80 მილიონ ევროს ითხოვს.

მიმდინარე სეზონში ფლორენციელთა ახალგაზრდა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.