ავტორიზაცია

პსჟ ბარსელონას არ ეშვება — პარიზელები კატალონიიდან კიდევ ერთ ტალანტს წაიყვანენ?

პსჟ ბარსელონას არ ეშვება — პარიზელები კატალონიიდან კიდევ ერთ ტალანტს წაიყვანენ?
თარიღი 17 ნოე 2021, 16:03

"პსჟ"-ში "ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, დიეგო ალმეიდას გადაბირებით არიან დაინტერესებულები.

17 წლის ესპანელი კატალონიური გრანდის აღზრდილია, ამჟამად იგი 19-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს.

მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ 2019 წელს "ბარსელონადან" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ხავი სიმონსი წაიყვანა, რომელსაც გასულ სეზონში 17 წლის ასაკში ლიგა 1-ში დებიუტი ჰქონდა.

ალმეიდას "ბარსასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. თავად ფეხბურთელს კატალონიაში დარჩენა უნდა, მაგრამ "პსჟ" მის დაყოლიებას ცდილობს.

დიეგოს "ბარსა ბ"-ს რიგებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ გასულ კვირაში პირველ გუნდთან ერთად ავარჯიშეს.