ავტორიზაცია

ნედვედი: "საინტერესო იყო პრობლემებთან წაწყდომა იმ სეზონში, რომელშიც პირლო და რონალდუ გვყავდა"

ნედვედი: "საინტერესო იყო პრობლემებთან წაწყდომა იმ სეზონში, რომელშიც პირლო და რონალდუ გვყავდა"
თარიღი 17 ნოე 2021, 16:11

"იუვენტუსის" ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა 2020/21 წლების სეზონში ტურინული გრანდის ასპარეზობა შეაფასა.

"მრავალი წელი ვიმარჯვებდით და შემადგენლობის გაახალგაზრდავების დრო დადგა, ბუფონის, კიელინისა და ბონუჩის მსგავს გამოცდილ და კიეზას, დე ლიგტის მსგავს ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის სწორი ბალანსის დამყარებით".

"კლუბის აწმყოსა და მომავლის გაცნობიერებას ვცდილობდით, რათა იტალიაში, ევროპაში კონკურენტუნარიანები დავრჩენილიყავით და მოგება გაგვეგრძელებინა".

"საინტერესო იყო პრობლემებთან წაწყდომა იმ სეზონში, რომელშიც ოთხიდან ორი ტიტული მოვიგეთ, ახალწვეულ მწვრთნელ პირლოსთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად".

"ვფიქრობ, სწორი გზის დასაწყისში ვართ, კარგი ბალანსის შესაქმნელად, რომელიც გამარჯვების გაგრძელებაში დაგვეხმარება", - ციტირებს ნედვედის სიტყვებს "იუვეს" პრესსამსახური.