ავტორიზაცია

მანჩესტერში სოლსკიაერის შემცვლელად 3 სპეციალისტს განიხილავენ — ვინ არის ფავორიტი?

მანჩესტერში სოლსკიაერის შემცვლელად 3 სპეციალისტს განიხილავენ — ვინ არის ფავორიტი?
თარიღი 17 ნოე 2021, 16:17

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კლუბის შიგნით ახალი მთავარი მწვრთნელის დასანიშნად მუშაობა დაიწყო, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერი უნდა ჩაანაცვლოს.

როგორც ბრიტანულ მედიაში იწერება, კლუბის ხელმძღვანელობა "ლივერპულთან" (0:5) და "მანჩესტერ სიტისთან" (0:2) მარცხის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ მწვრთნელის შეცვლა ადრე თუ გვიან აუცილებელია.

მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად როდის გაათავისუფლებენ სოლსკიაერს. არ არის გამორიცხული, ნორვეგიელი სეზონის ბოლომდე დარჩეს.

"ეშმაკუნების" ბოსები ერიკ ტენ ჰაგისა ("აიაქსი") და ლუის ენრიკეს (ესპანეთის ნაკრები) კანდიდატურებით არიან დაინტერესებულნი, თუმცა პრიორიტეტული ვარიანტი "ლესტერის" თავკაცი, ბრენდან როჯერსია.

ჩრდილოირლანდიელს "მელიებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლამდ აკავშირებს, ამიტომაც "იუნაიტედს" მასში კომპენსაციის გადახდა მოუწევს.