ავტორიზაცია

დეტალები ცნობილია — ბარსელონა ადეიემის შეძენაში დარწმუნებულია, ფორვარდიც თანახმაა

დეტალები ცნობილია — ბარსელონა ადეიემის შეძენაში დარწმუნებულია, ფორვარდიც თანახმაა
თარიღი 17 ნოე 2021, 16:29

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ზალცბურგის" თავდამსხმელის, კარიმ ადეიემის ტრანსფერთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

კატალონიური გრანდი უკვე საკმაო ხანია ახალგაზრდა ფორვარდის განვითარებას აკვირდება. გერმანელის თამაშზე "ბარსამ" პირველი დადებითი ცნობები ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო, როცა ფეხბურთელი 17 წლის გახლდათ.

ახლა "ლურჯ-ბროწეულისფერთა ხელმძღვანელობა თვლის, რომ ზაფხულში ადეიემის 30 მილიონ ევროდ შეძენას მოახერხებს + ბონუსები. ამავდროულად, ტრანსფერის ამ ზამთარს გაჩარხვა ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, თავად 19 წლის შემტევსაც იზიდავს "ბარსას" პროექტი, რომელშიც ფსონი ახალგაზრდებზე კეთდება.

ამ კვირაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" მზად არის ადეიემის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ მისთვის ბრძოლაში ფავორიტი "დორტმუნდია".