ავტორიზაცია

მორიგი ტრავმა — კიდევ რამდენი ხანი ვერ შეძლებს ბეილი რეალის დახმარებას?

მორიგი ტრავმა — კიდევ რამდენი ხანი ვერ შეძლებს ბეილი რეალის დახმარებას?
თარიღი 17 ნოე 2021, 17:28

"რეალის" თავდამსხმელი, გარეტ ბეილი მადრიდული გრანდის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, წერს Cope.

32 წლის უელსელმა გასულ კვირაში, ეროვნული გუნდის განკარგულებაში ყოფნისას, ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო.

ასე და ამგვარად, როგორც აღინიშნება, გარემარბის აღდგენითი პროცესები 2-3 კვირას გასტანს.

ბეილი ბელარუსთან (5:1) 13 ნოემბერს გამართულ მატჩში დაშავდა, რის გამოც შესვენებაზე შესაცვლელი გახდა.

მიმდინარე სეზონში გარეტმა "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.