ავტორიზაცია

ზიდანს სასურველი გუნდი უკვე შერჩეული ჰყავს და მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა არ უნდა — AS

ზიდანს სასურველი გუნდი უკვე შერჩეული ჰყავს და მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა არ უნდა — AS
თარიღი 17 ნოე 2021, 18:32

ფრანგი სპეციალისტი, ზინედინ ზიდანი "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობით დაინტერესებული არ არის.

მიუხედავად ამისა, როგორც AS-ი იტყობინება, "ეშმაკუნები" 49 წლის მწვრთნელთან მოლაპარაკებებს მაინც აწარმოებენ.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, ზიდანს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარება უნდა.

თავის მხრივ, როგორც აღინიშნება, სწორედ ზიზუა "ემიუს" თავკაცის პოსტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერის შეცვლის მთავარი კანდიდატი.

შეგახსენებთ, ზიდანი ბოლოს მადრიდის "რეალს" ედგა სათავეში, საიდანაც 2021 წლის 30 ივნისს წავიდა.