ავტორიზაცია

"ბარსადან იქამდე წავედი, სანამ გამაგდებდნენ და ეს არ მინანია", - ალვეშმა ბართომეუ გააკრიტიკა

"ბარსადან იქამდე წავედი, სანამ გამაგდებდნენ და ეს არ მინანია", - ალვეშმა ბართომეუ გააკრიტიკა
თარიღი 17 Nov 2021, 18:48

"ბარსელონაში" დაბრუნებულმა მცველმა, დანი ალვეშმა განაცხადა, რომ 2016 წელს კლუბის დატოვება მაშინდელი პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს პოლიტიკის გამო დატოვა.

"აქ იმისათვის არ ვარ, რათა ვიღაცას რაღაც ვასწავლო. პირიქით, აქ იმისათვის ვარ, რათა ყველასგან ვისწავლო", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Diario Sport.

"მაშინ არ დავრჩი და ეს არ მინანია. მაგრამ ასე გადავწყვიტე, რადგან არ შემეძლო იმის ყურება, თუ რას უკეთებდნენ კლუბს".

"როცა კონტრაქტის ვადა ამომეწურა, მისი გახანგრძლივება არავის უნდოდა, სანამ ვერ მიხვდნენ, რომ შემცვლელი არ ჰყავდათ".

"მხოლოდ ერთი პირობა წამოვაყენე - მაშინ წავიდოდი, როცა მოვისურვებდი. ამაზე არ დამთანხმდნენ, ამიტომაც წასვლა იქამდე გადავწყვიტე, სანამ გამაგდებდნენ", - დასძინა ალვეშმა.