დანი ალვეში: "ბარსელონას დახმარება მინდა და მზად ვარ, უფასოდაც კი ვითამაშო"
"ბარსელონაში" დაბრუნებულმა ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
"ჩემი გადმოსვლა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. პრეზიდენტს ვესაუბრე და ძალიან მინდოდა დაბრუნება გუნდის დასახმარებლად, თუნდაც არ გადაეხადათ".
"ეს დაჟინებით მსურდა. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა მითხრა, რომ გადაწყვეტილებას ხავი მიიღებდა".
"მაშინ მივხვდი, ხავი ბრუნდებოდა, ეს კი ჩემს შანსებს ზრდიდა, რადგან მიცნობს. როცა დამირეკა, შევახსენე, რომ ყოველთვის მზად ვარ დასახმარებლად".
"ნებისმიერ ფასად მინდოდა "ბარსელონაში" დაბრუნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფასოდ თამაში მომიწევს", - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Diario Sport.