"ეს ჩემი თქვენდამი პატივისცემაა", - დანი ალვეშმა შერჩეული ნომრის აღების მიზეზი განმარტა
„ბარსელონას“ ახალწვეულმა, დანი ალვეშმა, განმარტა თუ რატომ მოისურვა გუნდში 8-ნომრიანი მაისურის მორგება.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ვეტერანი თავის ყოფილ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც „სან პაულუდან“ წასვლის მერე უგუნდოდ იყო.
„ანდრეს ინიესტა და ხრისტო სტოიჩკოვ - ეს ჩემი პატივისცემაა თქვენდამი.
მადლობა, რომ ამ კლუბის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი ნომრის აღების საშუალება მომეცით, ის გამარჯვებებთან არის ასოცირებული.
გარდა ამისა, ეს არის ჩემი პირველი ნომერი ესპანეთში, კერძოდ კი „სევილიაში“ გადმოსვლის შემდეგ.“ - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
ბრაზილიელის კლუბში ოფიციალურად დარეგისტრირებას „ბარსა“ მხოლოდ იანვარში მოახერხებს, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. იქამდე, ალვეში გუნდთან ერთად ივარჯიშებს.