ავტორიზაცია

ნამდვილი ბომბი ლაპორტასგან: "ალვეში დაბრუნდა, შეიძლება მესი და ინიესტაც დაბრუნდნენ"

ნამდვილი ბომბი ლაპორტასგან: "ალვეში დაბრუნდა, შეიძლება მესი და ინიესტაც დაბრუნდნენ"
თარიღი 17 Nov 2021, 18:58

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დანი ალვეშის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ერთ დღეს შეიძლება ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტაც დაბრუნდნენ.

"არაფერს გამოვრიცხავ. ეს მოხდა დანის შემთხვევაში, რომელმაც თავად უკვე თქვა, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. ამავდროულად, მაქსიმუმი გააკეთა ფინანსებთან დაკავშირებით".

"ლეო და ანდრესი - ორი გამორჩეული ფეხბურთელი. ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა იქნება ხვალ, ორივე აგრძელებს თამაშს".

"მათ ყოველთვის მივადევნებთ თვალყურს, მაგრამ ამ დროისთვის კონტრაქტები სხვა კლუბებთან აქვთ გაფორმებული. ცხოვრებაში ვერაფერს იწინასწარმეტყველებ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Diario Sport.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ს ღირსებას იცავს, 37 წლის ესპანელი კი იაპონურ "ვისელ კობეში" ირიცხება.