მაგარი ამბავი! 2022 წლიდან ეროვნულ ლიგაში VAR დაინერგება
2022 წლის სეზონიდან ეროვნულ ლიგაში ვიდეო რეფერის სისტემა დაინერგება.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი წერს და იუწყებიან, რომ ფიფას წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი დაიწყო, რომელიც ვიდეო ტექნოლოგიის საქართველოში დანერგვას ემსახურება.
"ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფიფა-ს სპეციალისტებთან ერთად სფფ-ის სპეციალურ ჯგუფთან ერთად იმ სამუშაოების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც VAR-ის ტექნოლოგიის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დასანერგადაა საჭირო. მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემის დასანეგრად შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც FIFA-ს ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. საქართველოში აღნიშნული სისტემის დანერგვა 2022 წლიდან იგეგმება" - წერია სფფ-ს განცხადებაში.
საქართველოში VAR-ის პროექტს ყოფილი მსაჯი, გიორგი ვადაჭკორია უხელმძღანელებს.