ავტორიზაცია

კვარა და 9 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალზე ვერ ითამაშებს

კვარა და 9 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალზე ვერ ითამაშებს
თარიღი 18 Nov 2021, 11:27

ავტორიტეტული გამოცემა eurosport აქვეყნებს 10 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის სიას, რომლებიც პლეი-ოფის გარეშე 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე საგზურის გარეშე დარჩნენ.

აღნიშნულ სიაში მე-10 პოზიციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველიც, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

1. ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია, 150 მილიონი)
2. იან ობლაკი (სლოვენია, 70)
3. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი, 60)
4. მარტინ ედეგორი (ნორვეგია, 40)
5. სტეფან სავიჩი (მონტენეგრო, 25)
6. დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, 25)
7. ბერატ ჯიმშიტი (ალბანეთი, 22)
8. მარაშ კუმბულა (ალბანეთი, 22)
9. მანორ სოლომონი (ისრაელი, 20)
10. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, 18)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5-გუნდიან ჯგუფში შვედეთთან, ესპანეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ბოლოსწინა, მე-4 ადგილზე გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ ჯგუფში 4 გოლი გაიტანა, აქედან 2 შვედეთის(2-0), ხოლო ერთი ესპანეთის(1-2) წინააღმდეგ.