დანილო რონალდუს შესახებ: "სტატისტიკა არ იტყუება, ჯერ კიდევ ძალიან სახიფათოა"

"იუვენტუსის" მცველმა, დანილომ ტურინული გრანდიდან თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ ისაუბრა.
– როგორ შეხვდით რონალდუს წასვლას? ვფიქრობ, სიცარიელე გაჩნდებოდა...
"მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. სხვანაირად ვერც იქნებოდა. ჯერ კიდევ ძალიან სახიფათოა, მიუხედავად ასაკისა. სტატისტიკა არ იტყუება. გოლის გატანის უმცირეს შესაძლებლობასაც კი იყენებს".
"მე რაღაც განსაკუთრებული ისტორია არ მაქვს. ეს უბრალოდ მოხდა. რონალდუ ძალიან კონკურენტუნარიანი ხასიათი აქვს. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. "რეალში" ერთმანეთთან ახლოს ვიყავით, "იუვენტუსში" კი - კიდევ უფრო ახლოს".
"ცხოვრება გრძელდება. "იუვენტუსს" პოტენციალი და დნმ აქვს იმისათვის, რათა თავის დონეს დაუბრუნდეს. გამარჯვებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით და თავს გავწირავთ. კრიშტიანუმ ეს იცის", - ციტირებს დანილოს სიტყვებს Goal.com.