ავტორიზაცია

მესი: "მინდა, რომ პსჟ-ში დასახულ მიზნებს მივაღწიო, წელი საუკეთესოდ დავასრულო"

მესი: "მინდა, რომ პსჟ-ში დასახულ მიზნებს მივაღწიო, წელი საუკეთესოდ დავასრულო"
თარიღი 18 Nov 2021, 13:11

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების რიგებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"პარიზში ახლახანს ჩავედი, მიზნის მიღწევით უდიდეს სიხარულს ვგრძნობ - ყატარში გასამართ მუნდიალზე გავემგზავრებით. ცხადია, ეს ტორტზე ალუბალია".

"კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელსაც გვჩუქნით. იანვარში, ღმერთის ნებით, კვლავ გნახავთ".

"ყურადღების გადატანის დრო მოვიდა, რადგან ჯერ კიდევ მინდა "პსჟ"-ში დასახული მიზნების მიღწევა. კონცენტრაციის შენარჩუნება და წარმატების მიღწევაზე მუშაობა მსურს".

"2022 წლის დადგომამდე თვენახევარია დარჩენილი და მინდა, მიმდინარე წელი საუკეთესოდ დავასრულო, იმ ბევრ წარმატებულ მომენტთან ერთად, რომლის მიღწევაც საფრანგეთში შეგვიძლია. გეხუტებით ყველას!", - წერს მესი სოციალურ ქსელში.