ავტორიზაცია

"ფეხბურთში ტაიმაუტებს შემოვიღებდი", - რა სიახლეების დანერგვას ისურვებდა პიოლი?

"ფეხბურთში ტაიმაუტებს შემოვიღებდი", - რა სიახლეების დანერგვას ისურვებდა პიოლი?
თარიღი 18 ნოე 2021, 13:18

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ მატჩების მიმდინარეობისას ფეხბურთელებთან კომუნიკაციაზე ისაუბრა.

– როგორ ურთიერთობთ მატჩების დროს?

"უფრო ხშირად ვისურვებდი ამის გაკეთებას. ფეხბურთში ტაიმაუტებს შემოვიღებდი. აგრეთვე, მხარს ვუჭერ სუფთა დროის შემოღებას".

"პირველი ტაიმის შუაში ტაიმაუტს დავამატებდი, რათა ჩემი ჩარევა უფრო კონკრეტული და ზუსტი ყოფილიყო. ყველა დანარჩენს შესვენებაზე ვიტყოდი".

"ვცდილობ, ტაქტიკური მომენტები მოტივაციასთან გავაერთიანო, რათა მატჩის დარჩენილმა ნაწილმა კარგად ჩაიაროს", - ციტირებს პიოლის სიტყვებს ჟურნალისტი, ალფრედო პედულა.