ავტორიზაცია

ჭორი თუ სინამდვილე? — პიანიჩი და მისი ბოსნიური სკანდალი: გაჩნდა ახალი ვერსიაც

ჭორი თუ სინამდვილე? — პიანიჩი და მისი ბოსნიური სკანდალი: გაჩნდა ახალი ვერსიაც
თარიღი 18 ნოე 2021, 14:03

"ბარსელონას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, რომელიც ამჟამად იჯარით "ბეშიქთაშში" ირიცხება, სკანდალში გაეხვა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის ეგიდით, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და ფინეთს (1:3) შორის გამართული მატჩის წინ, ბოსნიურ მედიაში პიანიჩის ფოტო გამოჩნდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეწევა ჩილიმს და სვამს ალკოჰოლს.

ფინეთთან შეხვედრაში 31 წლის ნახევარმცველმა მინდორზე 66 წუთი გაატარა. ცვლილების შემდეგ მას უსტვინეს.

შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პიანიჩი დასაჯეს და შემადგენლობიდან მოკვეთეს უკრაინასთან (0:2) მატჩის წინ, რომელშიც მირალემს მართლაც არ უთამაშია.

მიუხედავად ამისა, გავლენიანი ესპანური გამოცემა AS, მოთამაშესთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ნაკრებიდან პიანიჩის წასვლა ფეხბურთელსა და მწვრთნელ ივაილო პეტევს შორის შეთანხმებული იყო. ფინელებთან მატჩის შემდეგ ბოსნიას ფლეი ოფში მოხვედრის შანსი აღარ ჰქონდა, ამიტომაც მირალემს თურქეთში ნაადრევად დაბრუნების უფლება მისცეს. აგრეთვე, ჰავბეკთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, რომ გამოქვეყნებული ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული.

მიუხედავად ამისა, ბრიტანულმა გამოცემა Klix-მა დაწერა, რომ პეტევი პიანიჩს იქამდე ესაუბრა, სანამ ნაკრების შემადგენლობიდან მოკვეთდა და მას თავისი გადაწყვეტილების მიზეზები აუხსნა. გამოცემის თანახმად, მირალემმა თავისი საქციელისა და სამუშაო ეთიკის დარღვევის გამო მწუხარება გამოთქვა.

პარალელურად, ბოსნია-ჰერცოგოვინას ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გამოჩნდა ოფიციალური განცხადება, სადაც პიანიჩის მოკვეთის მიზეზები განმარტეს, მაგრამ რამდენიმე წუთში ეს განცხადება წაშალეს.

ტექსტი შემდგნაირად ჟღერდა: "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პიანიჩმა ნაკრებში ჩინებულად ითამაშა. მაგრამ მისი საქციელი დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, თუ რა რეპუტაცია აქვს ფეხბურთელს, მომხდარი ისე უნდა ჩაითვალოს, როგორც ფსიქოლოგიური დაღლილობის შედეგი".